ირაკლი კობახიძე - ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღება უნდათ, რათა მოახერხონ სასამართლოზე საკუთარი გავლენების აღდგენა, ამას არ დავუშვებთ
ირაკლი კობახიძე - ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღება უნდათ, რათა მოახერხონ სასამართლოზე საკუთარი გავლენების აღდგენა, ამას არ დავუშვებთ

განცხადებები, რასაც ოპოზიცია აკეთებს, აჩვენებს მათ დამოკიდებულებას სასამართლოს მიმართ. როცა ისინი ასე უყურებენ 300-ზე მეტ მოსამართლეს, რომ ხელისუფლებას შეუძლია, ისინი მოაბილიზოს, ეს არის მათი დამოკიდებულება. ასე მობილიზებდნენ თავის დროზე ადეიშვილი, სააკაშვილი მოსამართლეებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოლიტიკურ ოპონენტებს სურთ ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღება, რათა მოახერხონ სასამართლოზე საკუთარი გავლენების აღდგენა და ამას ხელისუფლება არ დაუშვებს.

„ეს განცხადებები, რასაც ოპოზიცია აკეთებს, აჩვენებს მათ დამოკიდებულებას სასამართლოს მიმართ. როცა ისინი ასე უყურებენ 300-ზე მეტ მოსამართლეს, რომ ხელისუფლებას შეუძლია, ისინი მოაბილიზოს, ეს არის მათი დამოკიდებულება. ასე მობილიზებდნენ თავის დროზე ადეიშვილი, სააკაშვილი მოსამართლეებს. ეს არ არის ჩვენი დამოკიდებულება, ეს არ არის ჩვენი ხელწერა, ეს არის მათი ხელწერა. დღეს, მადლობა ღმერთს, ვერავინ ვერ ამობილიზებს 300-ზე მეტ მოსამართლეს, ეს არის დღევანდელი მიდგომა, დღევანდელი დამოკიდებულება, ამას ვერ ეგუებიან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და ამიტომ უნდათ ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღება, რომ მოახერხონ სასამართლოზე საკუთარი გავლენების აღდგენა და, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, – აღნიშნა პრემიერმა.