ირაკლი კობახიძე - ჩვენს ხელისუფლებას ვერავითარი შანტაჟი ვერ აიძულებს, ქვეყნის საწინააღმდეგოდ თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას
ირაკლი კობახიძე - ჩვენს ხელისუფლებას ვერავითარი შანტაჟი ვერ აიძულებს, ქვეყნის საწინააღმდეგოდ თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას

ვერავითარი შანტაჟი ჩვენს ხელისუფლებას ვერ აიძულებს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სანქციები დაბლოკეს კონკრეტულმა ქვეყნებმა და, აქედან გამომდინარე, რეალური არ არის სანქციების დაწესება.

„ეს აბსურდის თეატრი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, მაგრამ ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება ამ აბსურდის თეატრს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანების თვალსაზრისით. ჩვენ ბოლომდე, როგორც დღემდე ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ასევე განვაგრძობთ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ეროვნული ინტერესების დაცვას. ვერავითარი შანტაჟი ჩვენს ხელისუფლებას ვერ აიძულებს ქვეყნის საწინააღმდეგოდ თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.