ირაკლი კობახიძე - ჩვენი სურვილია, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლდეს, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი
ირაკლი კობახიძე - ჩვენი სურვილია, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლდეს, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი

აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რაზეც არაერთი საჯარო განცხადება გავაკეთეთ, პირადად მე მაქვს არაერთხელ საჯარო განცხადება გაკეთებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სურვილია, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან.

„ეს არის ძალიან ღია გზავნილი, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, იმედი გვაქვს, რომ ეს შემხვედრი ნაბიჯებიც გადაიდგმება,“- აღნიშნა პრემიერმა.