ირაკლი კობახიძე - ჩვენი სლოგანია, მეტი ვანო ოპოზიციას
ირაკლი კობახიძე - ჩვენი სლოგანია, მეტი ვანო ოპოზიციას

რაც მეტი ვანო მერაბიშვილი იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი, მით უფრო მარტივად მოვიგებთ არჩევნებს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით კობახიძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ვანო მერაბიშვილი ახალციხეში მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს.

„ჩვენი სლოგანი იცით, მეტი ვანო ოპოზიციას. რაც მეტი ვანო მერაბიშვილი იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი, მით უფრო მარტივად მოვიგებთ ამ არჩევნებს“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.