ირაკლი კობახიძე - ჩვენი საქმიანობის თითოეული დღე იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ სოხუმი და ცხინვალი რუსული ოკუპაციისგან გავათავისუფლოთ
ირაკლი კობახიძე - ჩვენი საქმიანობის თითოეული დღე იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ სოხუმი და ცხინვალი რუსული ოკუპაციისგან გავათავისუფლოთ

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელი დღე არის იმ ტკივილის შეხსენება, რომელიც დაკავშირებულია სოხუმის დაცემასთან.

როგორც ირაკლი კობახიძემ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა, დღეს ტრაგიკული დღიდან 25 წელი შესრულდა, რომელიც ყველას მძიმედ ახსოვს.

„ეს დღე ჩვენ იმ ტკივილს შეგვახსენებს, რომელიც დაკავშირებულია სოხუმის დაცემასთან და ასევე შეგვახსენებს, რომ ჩვენი საქმიანობის თითოეული დღე საბოლოოდ იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ სოხუმი და ცხინვალი რუსული ოკუპაციისგან გავათავისუფლოთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დაშვებულია დროშები.