ირაკლი კობახიძე - ჩვენი აზრით, მარტივი ხარვეზი აღმოვაჩინეთ და ამასთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნებისგან“ მონაცემები მოვითხოვეთ
ჩვენი აზრით, მარტივი ხარვეზი აღმოვაჩინეთ და ამასთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნებისგან“ მონაცემები მოვითხოვეთ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ჟურნალისტები ირაკლი კობახიძისგან დაინტერესდნენ, რატომ შეხვდნენ ისინი ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებს. „შეიძლება, ხმები შეიცვალოს „ოცნების“ სასარგებლოდ? „ოცნების“ ზეწოლის შედეგად შეიცვლება?“ – დაინტერესდნენ ჟურნალისტები.
„ზეწოლა რა შუაშია, ნახეთ, იყო მარტივი აცდენა სურათისგან. წარმოიდგინეთ, რომ ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგია (PVT) როცა დაიდო, PVT-ის თანახმად გამოდის ისე, რომ ბარიერს ზემოთ ყველა პარტიას უჯდება მინუსი, რაც შეუძლებელია. შესაბამისად, ჩვენ აღმოვაჩინეთ ჩვენი აზრით მარტივი ხარვეზი და ამასთან დაკავშირებით მოვითხოვეთ მონაცემები, რომელიც ამ ხარვეზს დაადასტურებს. თუ ეს ხარვეზი გამოსწორდება, ამ შემთხვევაში მარტო ჩვენი მონაცემი კი არ შეიცვლება, მაგალითად „ნაციონალური მოძრაობის“ აცდენაც არის 0.8 პროცენტი, იქ „ევროპული საქართველოს“ აცდენა არის თუ არ ვცდები 0.2 პროცენტი და ა.შ. ეს ყველაფერი ერთბაშად გასწორდება.
დაახლოებით 2-3 კვირის გვქონდა შეხვედრა „სამართლიან არჩევნებთან“. მისული არავინ იყო, იყო ონლაინ შეხვედრა, რომელსაც ჩვენი მხრიდან ესწრებოდა „ქართული ოცნების“ სამი ახალი სახე“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.