ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამოცანაა, ადამიანების სიცოცხლე და სახელმწიფოს ინტერესები დავიცვათ, სადაც შესაძლებელია ამ ინტერესების დაბალანსება, მაქსიმუმს გავაკეთებთ
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამოცანაა, ადამიანების სიცოცხლე და სახელმწიფოს ინტერესები დავიცვათ, სადაც შესაძლებელია ამ ინტერესების დაბალანსება, მაქსიმუმს გავაკეთებთ

ჩვენთვის ღირებულია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ელენე ხოშტარიას შიმშილობის საკითხზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი ეცდება, დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღოს.

„ჩვენი ამოცანაა, ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დავიცვათ, ასევე სახელმწიფოს ინტერესები. ამისთვის სათანადოდ დაბალანსებული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. აქედან გამომდინარე, ვეცდებით მაქსიმუმს, რომ დაბალანსებული გადაწყვეტილება იყოს მიღებული სიცოცხლის, ჯანმრთელობის და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად. ბუნებრივია, სასწორზე ვერ დაიდება მათ შორის სახელმწიფო ინტერესები. სადაც შესაძლებელი იქნება, ამ ინტერესების დაბალანსება, ბუნებრივია, იქ მაქსიმუმს გავაკეთებ. ჩვენთვის ღირებულია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა“, – განაცხადა კობახიძემ.

პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ირაკლი კობახიძესთან, მამუკა მდინარაძესა და შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მზად არის ყველა კომუნიკაციისთვის, რომელიც შედეგზე ორიენტირებული იქნება.

„შედეგი არის ვითარების განმუხტვა, არა უბრალოდ ვინმეს მოგება ან ვინმეს წაგება და კუნთების თამაში. ამიტომ ჩემი კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი პარტიიდან, პირველ რიგში, „ქართული ოცნებიდან“, ვისაც ამ ჩიხური სიტუაციიდან უნდა გამოსვლა“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

დატოვე კომენტარი