ირაკლი კობახიძე - ჩვენც გვაქვს დასამტკიცებელი, რომ პირნათლად ვმოქმედებთ და ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი, რომ სათანადოდ სცემს პატივს მშვიდობას, ღირსებას, კეთილდღეობას ჩვენი ქვეყნისთვის
ირაკლი კობახიძე - ჩვენც გვაქვს დასამტკიცებელი, რომ პირნათლად ვმოქმედებთ და ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი, რომ სათანადოდ სცემს პატივს მშვიდობას, ღირსებას, კეთილდღეობას ჩვენი ქვეყნისთვის

ჯერ უნდა მიაღწიო კეთილდღეობის გარკვეულ დონეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიგიღებენ ევროკავშირში. აქაც უნდა გვიჩვენოს ევროკავშირმა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება მისთვის ღირებული და პრინციპულად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა რამდენიმე თვის წინ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, სადაც მოთხოვნილი იყო რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება.

„ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდება, რომ ევროკავშირის ბიუროკრატების, პოლიტიკოსების მიზანია, ჩვენი ქვეყანა განვითარდეს ეკონომიკურად, ჰქონდეს მუდმივი წინსვლა კეთილდღეობის თვალსაზრისით, ქვეყანას ჰქონდეს მშვიდობა და ქვეყანამ ღირსებით იაროს ევროკავშირისკენ. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს დასამტკიცებელი ევროკავშირთან, რომ პირნათლად ვმოქმედებთ და, ანალოგიურად, ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან, რომ სათანადოდ სცემს პატივს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.