ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვთავაზობთ ევროპულ კომისიას ღია განხილვას ყველა საკითხზე, დარწმუნებული ვართ, რომ მართლები ვართ, ვიცავთ სუვერენიტეტს და გვინდა, ვიხილოთ საქართველო უფრო განვითარებული

19:46, 03.11.2026

ჩვენ ვთავაზობთ ევროპული კომისიის წარმომადგენლებს ღია, საჯარო განხილვას ყველა საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველაფერი, რაც ანგარიშშია შესული, არ შეესაბამება რეალობას, ამიტომ, ქართული მხარე ევროკომისიას ღია, საჯარო დებატებს სთავაზობს.

„რიტორიკა არის ევროკავშირის მხრიდან მთავარი. ჩვენ ვაკრიტიკებთ ევროპელ ბიუროკრატებს. ჩვენ ვთავაზობთ ევროპული კომისიის წარმომადგენლებს საჯარო დისკუსიას, საჯარო დებატებს, რადგან ჩვენ გვწამს, რომ ყველაფერი, რაც ანგარიშშია შესული, არ შეესაბამება რეალობას. ჩვენ სრულად ვართ დარწმუნებული. მაგრამ, მოდით, ვიკამათოთ, გავმართოთ საჯარო დებატები ევროპული კომისიის წარმომადგენლებთან. ეს არის პოლიტიზებული ანგარიში. ევროპული კომისია აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც ექსპერტების შეფასებას ეყრდნობა. ამ შეფასებიდან, საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი დემოკრატიული ქვეყანაა. კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები და ეს უნდა იყოს საჯარო.

„ჩვენი შეთავაზებაა, დავიწყოთ მოლაპარაკებები, საუბრები. ეს გავაკეთოთ საჯაროდ, არა დახურულ კარს მიღმა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა არის ამ დებატების და განხილვების მთავარი საკითხები. ჩვენი შეთავაზებაა ღია, საჯარო განხილვა ყველა საკითხზე – დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, ეკონომიკურ საკითხებზე, გამჭვირვალობის კანონზე, რომელიც მივიღეთ რამდენიმე წლის წინ. ჩვენ ვართ სრულად დარწმუნებულები, რომ ჩვენ მართლები ვართ, რომ ნაბიჯს ვდგამთ, რომ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და გვინდა ვიხილოთ საქართველო უფრო განვითარებული, უფრო დემოკრატიული, უფრო გამჭვირვალე. ეს არის ჩვენი სურვილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი