ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვართ მართლები და ვმოქმედებთ ღირსებით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ არ ჭრის უსაფუძვლო შანტაჟი, მუქარა არც ხელისუფლებაზე და არც ქართველ ხალხზე

00:56, 11.05.2024

როგორც არ უნდა იყოს შანტაჟი და მუქარა, ჩვენ ვართ მართლები, ვმოქმედებთ ღირსებით, ვიცავთ ამ ქვეყნის ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ამ გზაზე ვერაფერი შეგვაჩერებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრისას აღნიშნა.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების პოლიტიკა შედეგს მოიტანს.

„ჩვენ ვართ მართლები და ვმოქმედებთ ღირსებით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ არ ჭრის არც ხელისუფლებაზე და არც ქართველ ხალხზე ეს უსაფუძვლო შანტაჟი, მუქარა. დარწმუნებული ვართ, ჩვენი პოლიტიკა იქნება შედეგიანი. როგორც შარშან, დეკემბერში იყო შედეგიანი ჩვენი პოლიტიკა, როცა მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ასეთივე შედეგიანი იქნება ჩვენი ღირსეული პოლიტიკა მომავალშიც. მოლაპარაკებებსაც გაგვიხსნიან და 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. დარწმუნებული ვარ, 2030 წლისთვის თუ რაიმე გლობალური კატაკლიზმები არ მოხდა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი