ირაკლი კობახიძე - საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეკონომიკური რესურსების, პოტენციალის კიდევ უფრო გასაძლიერებლად
ირაკლი კობახიძე - საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეკონომიკური რესურსების, პოტენციალის კიდევ უფრო გასაძლიერებლად

ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მდებარეობა, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეკონომიკური რესურსების, პოტენციალის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ისტორიულად აკავშირებდა ერთმანეთს დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას.

„ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ სტრატეგიული მდებარეობა, რათა გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკური რესურსი. ციფრებში შეიძლება საუბარი, თუმცა ზოგადი სახით ვიტყვი, რომ პოტენციალი არის ძალიან დიდი, იმდენად დიდი, რომ შეიძლება, თუნდაც იმ მასშტაბური პროექტებით გაგვიჭირდეს, ყოველწლიურად დავეწიოთ ამ პოტენციალს. მთავარია, მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პოტენციალი იყოს ათვისებული. მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ის დამაკავშირებელი ფუნქცია, რომელსაც საქართველო ასრულებდა. მით უმეტეს, ახალი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ეს პოტენციალი კიდევ მეტად იზრდება“, – განაცხადა პრემიერმა.