ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა მათ შორის არაღიარების პოლიტიკის კუთხით, ჩვენი ამოცანაა, მუდმივად გვქონდეს მყარი პოზიციები ამ თვალსაზრისით
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა მათ შორის არაღიარების პოლიტიკის კუთხით, ჩვენი ამოცანაა, მუდმივად გვქონდეს მყარი პოზიციები ამ თვალსაზრისით

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, მუდმივად ჰქონდეს მყარი პოზიციები არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე კომენტირებისას განუცხადა, მმართველ გუნდს აქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა ამ მიმართულებით.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა ამ თვალსაზრისით, მათ შორის არაღიარების კუთხით. პარლამენტიც არის უშუალოდ ჩართული არაღიარების პოლიტიკის განხორციელებაში. ჩვენი ამოცანაა, ბუნებრივია, მუდმივად გვქონდეს მყარი პოზიციები ამ თვალსაზრისით, დანარჩენი, ბევრი რამ არის დამოკიდებული, ბუნებრივია, გლობალურ პოლიტიკაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ სპეციალურ რეზოლუციას პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მხარი დაუჭირა.