ირაკლი კობახიძე China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს, ხე სიაოცუენს შეხვდა

20:36, 16.07.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს, ხე სიაოცუენს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყების განსაკუთრებულ მნიშვნელობას როგორც ტურიზმის, ისე ხალხთაშორისი კავშირებისა და ბიზნესებს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის.

„მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობისა და პოლიტიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და მზად არის, ხელი შეუწყოს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშესახებ შედეგებზე და აღინიშნა, რომ ამას ადასტურებს ორ ქვეყანას შორის მზარდი თანამშრომლობა როგორც ტურიზმისა და ავიაციის, ისე ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი დაესწრო“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მსგავსი