ირაკლი კობახიძე -  ჭიათურა იმსახურებს წინსვლას და დარწმუნებული ვარ, ამას შეძლებს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე
ირაკლი კობახიძე -  ჭიათურა იმსახურებს წინსვლას და დარწმუნებული ვარ, ამას შეძლებს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე

ჭიათურა და აღნიშნული რაიონი განსაკუთრებით იმსახურებს ყურადღებას, წინსვლას, განვითარებას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჭიათურას ჰქონდეს წინსვლა და განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა ჭიათურაში პარტიის მიერ ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.

მისი თქმით, წინასვლისა და განვითარების მიღწევა შეუძლებელია მზურნველი ადამიანების გარეშე და სწორედ ამიტომ, ქალაქის მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ გივი მოდებაძე წარადგინა.

„ჭიათურა არის ულამაზესი ქალაქი, თავისი ულამაზესი ხალხით. ეს ქალაქი, ეს რაიონი განსაკუთრებით იმსახურებს ყურადღებას, იმსახურებს წინსვლას, განვითარებას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჭიათურას ჰქონდეს ეს წინსვლა და განვითარება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება მზრუნველი ადამიანების გარეშე და სწორედ ამიტომ, ჩვენ წარმოგიდგინეთ კანდიდატად გივი მოდებაძე, რომელიც არის ჭიათურაზე შეყვარებული ადამიანი, რომელსაც სულით და გულით უყვარს ჭიათურა, იცის ზუსტად, რა ულხინს და უჭირს ჭიათურას და რა უნდა გაკეთდეს, რომ ჭიათურა განვითარდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ადგილობრივებს მოდებაძის მხარდაჭრისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ის ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ჭიათურის განვითარებაში.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჭიათურა იმსახურებს საუკეთესოს, წინსვლას, იმსახურებს განვითარებას და ამ ყველაფერს დარწმუნებული ვარ, შეძლებს ჩვენი კანდიდატი გივი მოდებაძე“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.