ირაკლი კობახიძე - ბოლომდე გაიშიფრა ის ექსტრემისტული ხაზი, რომელიც მომზადებული იყო რევოლუციური გეგმებისთვის
ირაკლი კობახიძე - ბოლომდე გაიშიფრა ის ექსტრემისტული ხაზი, რომელიც მომზადებული იყო რევოლუციური გეგმებისთვის

ბოლომდე გაიშიფრა ის ექსტრემისტული ხაზი, რომელიც მომზადებული იყო რევოლუციური გეგმებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბოლო დღეებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ექსტრემისტული ხაზი მაინცდამაინც ძლიერი ვერ არის.

„შექმნილია, მათ შორის, ახალგაზრდული ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც დატრენინგებულები იყვნენ მოლოტოვის კოქტეილებისთვის, სხვა ძალადობრივი ქმედებებისთვის. ამაშიც დიდი რესურსი არ არის. ბოლომდე გავშიფრეთ, დღეს ზუსტად ვიცით, საჭიროების შემთხვევაში, რა ზომები უნდა იყოს მიღებული, რათა ეს რევოლუციური გეგმები ისე წარმატებით ჩაიშალოს, როგორც შარშან და ერთი კვირის წინ ჩაიშალა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE”.