ირაკლი კობახიძე - ბოლო თვეების განმავლობაში უზრუნველვყოფთ კანონის კიდევ მეტად მკაცრად აღსრულებას, შესაბამისად, დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის კუთხით, რეიტინგები უფრო გაუმჯობესდება
ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში უზრუნველვყოფთ კანონის კიდევ მეტად მკაცრად აღსრულებას. შესაბამისად, ვფიქრობ, დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის კუთხით ჩვენი რეიტინგები მომავალი წლისთვის კიდევ უფრო გაუმჯობესდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის რეიტინგი რეალურ მდგომარეობას ასახავს.
„მინდა, შეგახსენოთ, რომ ეს კვლევა არის ჩატარებული იქამდე, ვიდრე ჩვენ კიდევ მეტად გავამკაცრებდით კანონის აღსრულებას. ვფიქრობ, მომავალი წლის რეიტინგი იქნება კიდევ უფრო უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მიმართულებით, იქნება ეს კორუფციული, ნარკოტიკული, ორგანიზებული დანაშაული თუ, მათ შორის, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. ბოლო თვეების განმავლობაში უზრუნველვყოფთ კანონის კიდევ მეტად მკაცრად აღსრულებას. შესაბამისად, ვფიქრობ, ამ კუთხითაც ჩვენი რეიტინგები მომავალი წლისთვის კიდევ მეტად გაუმჯობესდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.