ირაკლი კობახიძე – ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა მაღალი დონის ფორუმი თუ სადისკუსიო პანელი საქართველოს დიასპორულ პოლიტიკას, პროგრამებს საუკეთესო შეფასებას აძლევს, რითიც შეგვიძლია, ვიამაყოთ

11:41, 27.05.2025

ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა მაღალი დონის ფორუმი თუ სადისკუსიო პანელი საქართველოს დიასპორულ პოლიტიკასა და პროგრამებს საუკეთესო შეფასებას აძლევს, რითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველო გახდა დიასპორის სფეროში ყველაზე მაღალი პლატფორმის – გლობალური დიასპორის პოლიტიკის ალიანსის მმართველი საბჭოს თანათავმჯდომარე ქვეყანა, ამასთან, საქართველო არის დუბლინის დეკლარაციის ხელმომწერი მხარე, რითიც იგი უერთდება გაერო-სა და საერთაშორისო საზოგადოების ერთიან მიდგომას დიასპორის სფეროში.

„საქართველო გასული წლების განმავლობაში გახდა დიასპორის სფეროში ყველაზე მაღალი პლატფორმის – გლობალური დიასპორის პოლიტიკის ალიანსის მმართველი საბჭოს თანათავმჯდომარე ქვეყანა, ამ სფეროში ისეთ წამყვან ქვეყანასთან ერთად, როგორიც ირლანდიაა. ამასთან, საქართველო არის დუბლინის დეკლარაციის ხელმომწერი მხარე, რითიც იგი უერთდება გაერო-სა და საერთაშორისო საზოგადოების ერთიან მიდგომას დიასპორის სფეროში. დიასპორასთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ჩვენმა პრაქტიკამ ფართო აღიარება მოიპოვა ისეთ ფორუმებზე, როგორიც არის გაერო-ს გენერალური ასამბლეა, დიასპორის გლობალური სამიტი. ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა მაღალი დონის ფორუმი თუ სადისკუსიო პანელი საქართველოს დიასპორულ პოლიტიკასა და პროგრამებს საუკეთესო შეფასებას აძლევს, რითიც ჩვენ შეგვიძლია, ვიამაყოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი