ირაკლი კობახიძე - ბოლნისის მერობის კანდიდატი ვიდრე „ლელოს“ დატოვებდა, პარტიიდან მთელი ხელმძღვანელობა გავიდა, ლოგიკური მდგომარეობაა, სადამდეც პარტიებმა საკუთარი თავი მიიყვანეს
ირაკლი კობახიძე - ბოლნისის მერობის კანდიდატი ვიდრე „ლელოს“ დატოვებდა, პარტიიდან მთელი ხელმძღვანელობა გავიდა, ლოგიკური მდგომარეობაა, სადამდეც პარტიებმა საკუთარი თავი მიიყვანეს

ბოლნისის მერობის კანდიდატი ვიდრე დატოვებდა „ლელოს“, მთელი ხელმძღვანელობა გავიდა პარტიიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური მდგომარეობა, სადამდეც ამ პარტიამ და, ზოგადად, ოპოზიციურმა რადიკალურმა პარტიებმა მიიყვანეს საკუთარი თავი.

„ბოლნისის მერობის კანდიდატი ვიდრე დატოვებდა „ლელოს“, მანამდე მთელი „ლიდერშიპი“, თუ შეიძლება „ლიდერშიპი“ ჰყავდეს „ლელოს“, არ ვიცი, მთელი ხელმძღვანელობა გავიდა პარტიიდან. საბა ბუაძეც სუს-ს გაუყვანია „ლელოდან“ და კიდევ არაერთი სხვა ლიდერი იყო. რა თქმა უნდა, ხედავენ, რომ პარტია ეშლებათ, ვიღაცას უნდა გადააბრალონ და ამ შემთხვევაში აირჩიეს სუს-ი. ყველა ხედავს, რომ პარტია ეშლებათ, ხელმძღვანელი თანამდებობის პირებიც ტოვებენ პარტიას, იქ რეგიონული კანდიდატები ტოვებენ. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური მდგომარეობა, სადამდეც ამ პარტიამ და, ზოგადად, ოპოზიციურმა რადიკალურმა პარტიებმა მიიყვანეს საკუთარი თავი“, – განაცხადა პრემიერმა.