ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკაში ის არის ნამდვილი გროსმაისტერი, შეუძლია, წინასწარ გათვალოს 10, 15, 20 სვლა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკაში ის არის ნამდვილი გროსმაისტერი, შეუძლია, წინასწარ გათვალოს 10, 15, 20 სვლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის რჩევები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ნამდვილი გროსმაისტერია, შეუძლია, წინასწარ გათვალოს 10, 15, 20 სვლა.

„სტატუსის მიხედვითაც, თქვენ იცით, როგორია ჩვენი საწესდებო ჩანაწერი, ბიძინა ივანიშვილი არის არა მხოლოდ ჩემი, როგორც პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის, არამედ, ზოგადად, პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. მისი რჩევები ჩვენთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პოლიტიკაში ის არის ნამდვილი გროსმაისტერი. მას შეუძლია, წინასწარ გათვალოს 10, 15, 20 სვლა. ასეთია მისი შესაძლებლობები პოლიტიკაში, არამარტო პოლიტიკაში, მაგრამ კონკრეტულად პოლიტიკაზე ვსაუბრობ. შესაბამისად, მისი რჩევები ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.