ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე პირი, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა არსებობს ბიძინა ივანიშვილსა და ჩემ შორის
ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე პირი. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა არსებობს ბიძინა ივანიშვილსა და ჩემ შორის. ბუნებრივია, ეს ლოგიკურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე პასუხად – „მგონი, ბიძინა ივანიშვილთან თქვენზე ახლო ურთიერთობა არავის აქვს“.
ამასთან, კითხვაზე, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი მამუკა მდინარაძეზე გაბრაზებული, კობახიძის თქმით, „პოლიტიკაში არ ბრაზდებიან“.
„პოლიტიკაში საერთოდ არ ბრაზდებიან, რომ იცოდეთ, პოლიტიკაში იღებენ პრაგმატულ გადაწყვეტილებებს ყველა საკითხთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილებები დაფუძნებული უნდა იყოს სამართალზე, კანონებზე. ყველაფერი უნდა იყოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ჩვენ გავაკეთეთ ათასი კომენტარი, თვითონ მამუკა მდინარაძემაც გააკეთა, ჩვენ მადლობაც გადავუხადეთ. თემა არის ამოწურული“, – აღნიშნა კობახიძემ.