ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას – თქვენი რეპუტაცია გამოხატულია რვა პროცენტში, ჩვენი რეპუტაცია გამოხატულია 54 პროცენტში, რაც დაფიქსირდა და თქვენც აღიარეთ არჩევნების შედეგები პარლამენტში შემოსვლით
„ქართული ოცნების“ რეიტინგი არჩევნებში დაფიქსირდა 54 პროცენტი და თქვენი დაფიქსირდა რვა პროცენტი, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის დებატებში პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრს, ბერდია სიჭინავას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რვაპროცენტიანი რეიტინგი უფრო შემცირდა 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებში.
„რაც შეეხება, ვინ რა რეპუტაცია წაიღო, რვაპროცენტიან რეიტინგში, მერე უფრო შემცირდა 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებში, ამაში არის გამოხატული თქვენი რეპუტაცია, განსხვავებით „ქართული ოცნების“ რეპუტაციისგან. „ქართული ოცნების“ რეიტინგი არჩევნებში დაფიქსირდა 54 პროცენტი და თქვენი დაფიქსირდა რვა პროცენტი. თქვენი რეპუტაცია გამოხატულია რვა პროცენტში, ჩვენი რეპუტაცია გამოხატულია 54 პროცენტში, რაც დაფიქსირდა და თქვენც აღიარეთ პარლამენტში შემოსვლით არჩევნების შედეგები. გაგიჭირდათ ერთი წელი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მოგიწიათ არჩევნების შედეგების აღიარება“, – განაცხადა პრემიერმა.