ირაკლი კობახიძე - აზიის განვითარების ბანკმა 7%-მდე გაზარდა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ხედავენ წლევანდელ ტენდენციებს, რაც სწორი პოლიტიკის და იმის დამსახურებაა, რომ ბიზნესი თავისუფალია, გვაქვს მშვიდობა

აზიის განვითარების ბანკმა  7%-მდე გაზარდა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რაც, ბუნებრივია, იმის გამოძახილია, რომ ისინი ხედავენ წლევანდელ ტენდენციებსაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, ე.წ. ოპოზიციონერი ექსპერტები წინასწარმეტყველებდნენ ეკონომიკურ ვარდნას, ლარის კურსის ვარდნას და ზოგადად, ეკონომიკურ კრიზისს და  ამის მაგივრად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარ-აგვისტოს მონაცემებით არის 7.9%.

„მინუსს წინასწარმეტყველებდნენ და 7.9% არის ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც არის სწორი პოლიტიკის და  სწორი მენეჯმენტის დამსახურება, იმის დამსახურება, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა“, – აღნიშნა კობახიძემ.