ირაკლი კობახიძე - აზერბაიჯანის პრემიერთან შეხვედრაზე განვიხილეთ ეკონომიკური კავშირების გაღრმავების საკითხი, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის იდეისადმი ჩვენი ერთგულება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, მხარეებმა ერთმანეთს დაუდასტურეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება.
„„თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმის“ ფარგლებში მქონდა პატივი, მემასპინძლა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრისთვის, ალი ასადოვისთვის. ჩვენ დავადასტურეთ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. განვიხილეთ ეკონომიკური კავშირების, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხი, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის იდეისადმი ჩვენი ერთგულება“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.