ირაკლი კობახიძე აშშ-ისა და ევროპის სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე აშშ-ისა და ევროპის სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ევროპის სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლები მიიღო, რომლებიც საქართველოს მარშალის გერმანული ფონდის ეგიდით სტუმრობენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და პოლიტიკურ  რეფორმებზე, ასევე სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საკონსტიტუციო რეფორმასა და მის მნიშვნელობაზე.

„საუბარი შეეხო საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობასა და დეოკუპაციის სტრატეგიას, ასევე, დევნილთა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობას. შეხვედრაზე განიხილეს ეროვნული უმცირესობების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციის კუთხით არსებული ვითარება“, – ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მხარეებმა საქართველოს ხელისუფლების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ გამახვილდა სიღარიბის აღმოფხვრის მექანიზმებზე, დეცენტრალიზაციასა და განათლების სფეროს განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

ასევემ შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და არაღიარების პოლიტიკაზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ვითარებაზე იმსჯელეს.