ირაკლი კობახიძე – ასეულობით განკარგულება ქვეყნდება მთავრობის ვებგვერდზე, როდესაც მთავრობის გამჭვირვალობის უმაღლეს სტანდარტს ვნერგავთ, რატომ არ შეიძლება, საზოგადოებისთვის მოვთხოვოთ მინიმალური სტანდარტი ენჯეოსექტორს?

02:52, 11.05.2024

როდესაც ჩვენ მთავრობის გამჭვირვალობის უმაღლეს სტანდარტს ვნერგავთ, რატომ არ შეიძლება, რომ საზოგადოებისთვის მოვითხოვოთ ამის მინიმალური სტანდარტი, როდესაც საქმე ეხება ენჯეოსექტორს? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრაზე გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთელი პროცესი აჩვენებს, რომ კონკრეტულ ძალებს გამჭვირვალობის რეალურად ეშინიათ.

„არ არის სასიამოვნო გამჭვირვალობა, მაგრამ ჩვენ მთავრობაში დავნერგეთ გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტი. ყველა განკარგულება ქვეყნდება, ასეულობით განკარგულება, 8 თებერვლიდან მოყოლებული, მთავრობის ვებგვერდზე. როდესაც ჩვენ მთავრობის გამჭვირვალობის უმაღლეს სტანდარტს ვნერგავთ, რატომ არ შეიძლება, რომ საზოგადოებისთვის მოვითხოვოთ ამის მინიმალური სტანდარტი, როდესაც საქმე ეხება ენჯეოსექტორს?“ – აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი