ირაკლი კობახიძე - არსებობს გეგმა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას პოლიტიკური პარტია, ყოვლად უპერსპექტივოა ნებისმიერი ასეთი გაერთიანება
ირაკლი კობახიძე - არსებობს გეგმა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას პოლიტიკური პარტია, ყოვლად უპერსპექტივოა ნებისმიერი ასეთი გაერთიანება

ზოგადად, არსებობს ასეთი გეგმა, რაც ჩვენ ვიცით, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიქმნას ლომჯარია-ზურაბიშვილი-გახარიას პოლიტიკური პარტია, ეს გეგმა არსებობს და ალბათ ამას უკავშირდება ეს ყველაფერი, თუმცა, რა თქმა უნდა, ყოვლად უპერსპექტივოა ნებისმიერი ასეთი გაერთიანება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს ნინო ლომჯარიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ის არ გამორიცხავს პრეზიდენტთან კოორდინირებულ მოქმედებას, მათ შორის ერთობლივ ვიზიტებს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში.

კობახიძის თქმით, აღნიშნული პარტია შეიქმნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფარგლებში.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იგეგმება ასეთი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება საპარლამენტო არჩევნებისთვის და, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პარტია ისევ და ისევ შეიქმნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფარგლებში. ის ქალბატონებიც, რომლებიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, არიან, რა თქმა უნდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი პერსპექტივა ასეთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს. კონსტიტუციას თუ დაარღვევს, უკვე ფასი არ აქვს არცერთ მის ნაბიჯს. ზოგადად, ამ ქალბატონმა დაკარგა მთლიანად აქტუალობა. არცერთ მის ნაბიჯს, შესაბამისად, არავითარი ფასი არ ექნება“, – განაცხადა კობახიძემ.