ირაკლი კობახიძე - არის მცდელობა, აღდგეს ჩვენი ოპონენტების პოლიტიკური გავლენა სასამართლო სისტემაზე, მთავარია, ამ პროცესებს მხარი არ დაუჭირონ უცხოელმა პარტნიორებმა
ირაკლი კობახიძე - არის მცდელობა, აღდგეს ჩვენი ოპონენტების პოლიტიკური გავლენა სასამართლო სისტემაზე, მთავარია, ამ პროცესებს მხარი არ დაუჭირონ უცხოელმა პარტნიორებმა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ ფუნდამენტურად არის შეცვლილი მდგომარეობა ქართულ მართლმსაჯულებაში და სასამართლო სისტემა გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან.

ირაკლი კობახიძეს მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.

კობახიძის განმარტებით, არის გარკვეული მცდელობა, აღდგეს ოპონენტების პოლიტიკური გავლენა სასამართლო სისტემაზე და მთავარია, ამ პროცესებს მხარი არ დაუჭირონ უცხოელმა პარტნიორებმა.

„რაც შეეხება სასამართლო სისტემას, ყველამ იცის, რომ 2012 წლის შემდეგ ფუნდამენტურად არის შეცვლილი მდგომარეობა ქართულ მართლმსაჯულებაში. 2012 წლამდე მართლმსაჯულების სისტემა თუ იყო მთლიანად პოლიტიკური სისტემის ქვეშ, სააკაშვილი-ადეიშვილის პოლიტიკური კონტროლის ქვეშ, 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემა გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, პოლიტიკური კონტროლისგან და, წინა პრაქტიკისგან განსხვავებით, ის აღარ არის რეკეტისა და შანტაჟის ინსტრუმენტი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის საერთო სურათი და ასეთ პირობებში არის გარკვეული მცდელობა, რომ აღდგეს ჩვენი ოპონენტების პოლიტიკური გავლენა სასამართლო სისტემაზე. მთავარია, რომ ამ პროცესებს მხარი არ დაუჭირონ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, ეს არის ჩვენთვის პრინციპული და მნიშვნელოვანი პოზიცია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.