ირაკლი კობახიძე - არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები დამატებითი გარანტიაა იმისა, რომ ქვეყანაში სათანადო საარჩევნო გარემო იქნება
ირაკლი კობახიძე - არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები დამატებითი გარანტიაა იმისა, რომ ქვეყანაში სათანადო საარჩევნო გარემო იქნება

მაიკ პომპეოსა და ამერიკის ხელისუფლებას მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი, მათ შორის, ამ მხარდამჭერი განცხადებისთვის, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებას.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა მნიშვნელოვანია და არის დამატებითი გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში სათანადო საარჩევნო გარემო შეიქმნას.

„ჩვენთვის საპარლამენტო არჩევნებზე მათი დაკვირვება მნიშვნელოვანია, რადგან ეს იქნება დამატებითი გარანტია იმის, რომ საარჩევნო გარემო ქვეყანაში სათანადო იქნება ოქტომბრის ბოლომდე. ჩვენთვის ეს პრინციპული ამოცანაა და ამერიკელი მეგობრების დახმარებასა და მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი