ირაკლი კობახიძე - არჩევნების გაყალბებაზე საუბრის საფუძველი 2020 წელსაც არ არსებობდა, თუმცა ახალი ცვლილებები საბაბსაც კი არ დატოვებს
ირაკლი კობახიძე - არჩევნების გაყალბებაზე საუბრის საფუძველი 2020 წელსაც არ არსებობდა, თუმცა ახალი ცვლილებები საბაბსაც კი არ დატოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით იმ პაკეტზე, რომელიც ამჟამად განიხილება, საერთო პოზიციების შეჯერება მოხერხდება.

კობახიძის თქმით, არჩევნების გაყალბებაზე საუბრის საფუძველი 2020 წელსაც არ არსებობდა, თუმცა ახალი ცვლილებები საბაბსაც კი არ დატოვებს.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, იზრდება ოპოზიციის წარმომადგენლობა საარჩევნო ადმინისტრაციაში სამივე დონეზე, ასევე შემოდის უბნების გადათვლის მექანიზმი, შემთხვევითი გადათვლის პრინციპი, რითაც რაიმე მანიპულაციის შანსი ნულია.

„არსებითად იყო შეჯერებული პოზიციები, რჩება რამდენიმე თემა, რაზეც კონსულტაციები გაგრძელდება. ვფიქრობ, რომ საერთო პოზიციების შეჯერებას მოვახერხებთ იმ პაკეტზე, რომელიც ახლა განიხილება.

არჩევნების გაყალბებაზე საუბრის საფუძველი 2020 წელსაც არ არსებობდა, მაგრამ ახალი ცვლილებები არჩევნების გაყალბებაზე საუბრის საბაბსაც კი არ დატოვებს.

საუბარია იმაზე, რომ იზრდება ოპოზიციის წარმომადგენლობა საარჩევნო ადმინისტრაციაში სამივე დონეზე, ასევე შემოდის უბნების გადათვლის მექანიზმი, შემთხვევითი გადათვლის პრინციპი, უბნების სულ მცირე 10 პროცენტი იქნება გადათვლილი. ამას ნულამდე დაჰყავს ყოველგვარი შანსიც კი რაიმე მანიპულაციის. აქედან გამომდინარე, არანაირი კითხვები არ რჩება იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც არის შემოთავაზებული“, – განაცხადა კობახიძემ.

დატოვე კომენტარი