ირაკლი კობახიძე - არჩევნების გაყალბება ის პრაქტიკაა, რომელიც წარსულს ჩაბარდა, „ქართულ ოცნებას“ 55-56 პროცენტიანი რეიტინგი აქვს
ირაკლი კობახიძე - არჩევნების გაყალბება ის პრაქტიკაა, რომელიც წარსულს ჩაბარდა, „ქართულ ოცნებას“ 55-56 პროცენტიანი რეიტინგი აქვს

დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს დაახლოებით, 55-56 პროცენტიანი რეიტინგი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კვლევის მონაცემებში ცდომილება მაქსიმუმ 1-3 პროცენტია.

„არჩევნების გაყალბება ის პრაქტიკაა, რომელიც წარსულს ჩაბარდა. დღევანდელ მონაცემებს გეტყვით. როდესაც კვლევის შედეგებს ვიღებთ, აცდენა შეიძლება იყოს მაქსიმუმ 1-3 პროცენტი. ამას არ სცილდება ხოლმე. იცით, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს დაახლოებით, 55-56 პროცენტიანი რეიტინგი. გარწმუნებთ, რომ ასეთ პირობებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არ ასცდება 57-58 პროცენტს და შესაბამისად არ ჩამოსცდება ამ მაჩვენებელს 2-3 პროცენტით. დააკვირდით და ნახავთ, შედეგი რა იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.