ირაკლი კობახიძე - არცერთი „ნაცი“ არცერთ თანამდებობაზე გულისხმობს იმასაც, რომ არცერთ „ნაცს“ არ უნდა ერქვას პარლამენტის წევრი, იმედი მაქვს, გახარიას პარტიასაც მოუწევს მანდატების დატოვება
ირაკლი კობახიძე - არცერთი „ნაცი“ არცერთ თანამდებობაზე გულისხმობს იმასაც, რომ არცერთ „ნაცს“ არ უნდა ერქვას პარლამენტის წევრი, იმედი მაქვს, გახარიას პარტიასაც მოუწევს მანდატების დატოვება

პარლამენტში დღეს არის 3+1 პარტია წარმოდგენილი. იმედია, საბოლოოდ დარჩება სამი პოლიტიკური პარტია, რადგან არც გახარიას პარტიას არაფერი ესაქმება საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არცერთი „ნაცი“ არცერთ თანამდებობაზე გულისხმობს, მათ შორის, იმასაც, რომ არცერთ „ნაცს“ არ უნდა ერქვას საქართველოს პარლამენტის წევრი.

„არცერთი „ნაცი“ არცერთ თანამდებობაზე, ეს გზავნილი მე გავაჟღერე ორი წლის წინ. არცერთი „ნაცი“ არცერთ თანამდებობაზე გულისხმობს, მათ შორის, იმასაც, რომ არცერთ „ნაცს“ არ უნდა ერქვას საქართველოს პარლამენტის წევრი. დიდი იმედი მაქვს, რომ გახარიას პარტიასაც მოუწევს საპარლამენტო მანდატების დატოვება, თუმცა მათგან ყველანაირი ნაბიჯი არის მოსალოდნელი. არ გამოვრიცხავ, რომ დარჩნენ პარლამენტში, იმდენად სამარცხვინო ხალხი არიან, რომ იმათაც კი სჯობნიან სამარცხვინოობაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.