ირაკლი კობახიძე - არავითარი კლანი პარტიის შიგნით არ არსებობს, ამაზე საუბარი ზედმეტია
ირაკლი კობახიძე - არავითარი კლანი პარტიის შიგნით არ არსებობს, ამაზე საუბარი ზედმეტია

არავითარი კლანი პარტიის შიგნით არ არსებობს, ამაზე საუბარი ზედმეტია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებს სერიოზული სირთულეები აქვთ და ისინი აქცენტების გადატანას ცდილობენ.

კლანებზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია. არავითარი კლანი პარტიის შიგნით არ არსებობს. თქვენ იცით, რომ ოპოზიციურ პარტიებში არის სერიოზული სირთულეები და ისინი აქცენტების გადატანას ცდილობენ. სადაც იყო პრობლემები, იქ დაშლამდეც მივიდა საქმე,რა თქმა უნდა ოპოზიციურ პარტიებს ვგულისხმობ. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, გუნდი არის ერთიანი, გუნდი არის ძლიერი და ასე გავაგრძელებთ მუშაობას. ყველამ უნდა მიხედოს თავის პოლიტიკურ პარტიას, ჩვენ მივხედავთ ჩვენს პოლიტიკურ პარტიას. ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც პრაქტიკულად უკვე კარს არის მომდგარი, რვა თვეში ჩატარდება არჩევნები და პარტია იქნება სათანადოდ მომზადებული ამ არჩევნებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი