ირაკლი კობახიძე – არ მახსოვს, კონსტიტუციაში მოსამართლეების არჩევაზე რა წერია, კიდევ ერთხელ ჩავხედავთ კონსტიტუციას, მიშელის დოკუმენტს და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ
არ მახსოვს, კონსტიტუციაში მოსამართლეების არჩევაზე რა წერია, კიდევ ერთხელ ჩავხედავთ კონსტიტუციას, მიშელის დოკუმენტს და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩავხედავთ საქართველოს კონსტიტუციასა და შარლ მიშელის დოკუმენტს, ვნახავთ, რა წერია ერთში და მეორეში, ვიმოქმედებთ შესაბამისად. ჩვენთვის ამოსავალია ორი დოკუმენტი, საქართველოს კონსტიტუცია და შარლ მიშელის დოკუმენტი. შარლ მიშელის დოკუმენტს კიდევ ერთხელ წავიკითხავთ, თუ რაიმე არ გვახსოვს, რა წერია, წავიკითხავთ და განვმარტავთ. ამის გაკეთება ანალოგიურად ყველას შეუძლია. იგივე ხდება კონსტიტუციაში, არ მახსოვს, კონსტიტუციაში მოსამართლეების არჩევაზე რა წერია და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მე-9 ანგარიშთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, „მთავარ გამოწვევად კვლავ კლანური მმართველობა რჩება“.
„სასამართლოს დამოუკიდებლობას ყველამ პატივი უნდა სცეს. სასამართლოს დამოუკიდებლობაზე შეტევა არის მიუღებელი, ყველას მოვუწოდებდი, თავი შეიკავონ დამოუკიდებელ სასამართლოზე თავდასხმისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.