ირაკლი კობახიძე – ანაკლიის მიმართ არის დიდი ინტერესი ინვესტორების მხრიდან, კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, ჩვენთვის მთავარია, მომგებიანი ხელშეკრულება დავდოთ და ეს იქნება აბსოლუტურად ღია პროცესი

12:31, 09.10.2026

ანაკლიის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი ინვესტორების მხრიდან, კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, ყველას აქვს ინტერესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთავარია, მაქსიმალურად მომგებიანი ხელშეკრულება დაიდოს ანაკლიის ტერმინალების ოპერირებასთან დაკავშირებით.

„ანაკლიის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი ინვესტორების მხრიდან, კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, ყველას აქვს ინტერესი. ჩვენთვის მთავარია, რომ მაქსიმალურად მომგებიანი ხელშეკრულება დავდოთ ანაკლიის ტერმინალების ოპერირებასთან დაკავშირებით და ეს იქნება აბსოლუტურად ღია პროცესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი