ირაკლი კობახიძე - ამორალურია პროტესტის ფორმები და შინაარსი, ჟურნალისტის გარდაცვალებაზე პოლიტიკოსებისგან ქულების დაწერის მცდელობა
ირაკლი კობახიძე - ამორალურია პროტესტის ფორმები და შინაარსი, ჟურნალისტის გარდაცვალებაზე პოლიტიკოსებისგან ქულების დაწერის მცდელობა

პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამორალურია პროტესტის ის ფორმები და შინაარსი, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის დარბაზში მოქმედებენ.

კობახიძის განმარტებით, ამორალურია, როცა პოლიტიკოსებიგან გარდაცვლილი ოპერატორის საკითხით ქულების დაწერის მცდელობაა.

„პირველ რიგში, მინდა, შევაფასო ის დესტრუქცია, რომელიც ვიხილეთ დარბაზში. მეორე, რაც შეეხება პროტესტის ფორმებს და შინაარსს, რომელსაც ვხედავთ, ეს არის ამორალური. ამორალურია თავისი შინაარსით, პირველ რიგში, როცა ხდება ჟურნალისტის სიკვდილზე ქულების დაწერა, როდესაც აქვთ ამის მცდელობა პოლიტიკოსებს, როდესაც ამაში რთავენ მათ შორის რიგით ჟურნალისტებს, ეს არის ყველაზე ამორალური ქმედება, რაც შიძლება, წარმოვიდგინოთ. ვიდრე არ შეწყდება ამორალური ქმედება, მანამდე ალბათ უმჯობესი იქნება, არ დავიწყოთ ამ საკითხის განხილვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.