ირაკლი კობახიძე - ამდენი ხანია, გვესმის საუბარი სანქციებზე და დღემდე ოპოზიციას ერთხელაც არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია უჭერენ თუ არა მხარს ამ სანქციებს
ირაკლი კობახიძე - ამდენი ხანია, გვესმის საუბარი სანქციებზე და დღემდე ოპოზიციას ერთხელაც არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია უჭერენ თუ არა მხარს ამ სანქციებს

სამი თვეა, გრძელდება დისკუსია სანქციებზე, მაგრამ დღემდე ოპოზიცია არ აფიქსირებს თავის დამოკიდებულებას. მათ დღემდე არ იციან ემხრობიან, თუ არა სანქციების დაწესებას, ნული პასუხი ამაზე, – ეს ყველაფერი მეტყველებს რაზე – სინამდვილეში მათ ყველაზე კარგად იციან, რამდენად არასწორი და ირაციონალური სანქციების დაწესება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ამომწურავად ისაუბრა იმაზე, რას აკეთებს ქვეყანა, რომ სანქციებისთვის გვერდის ავლა არ მოხდეს და ესეც ვერ გაიგო ოპოზიციამ.

„რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვას, მე ვიცოდი, რომ სანქციებს ეხებოდა ეს შეკითხვა, თუმცა ამ დარბაზში სრულიად სხვა რამე მოვისმინეთ, საუბარი იყო სხვა თემაზე და არა სანქციებზე დასმულ კითხვაზე. იმდენად უინტერესო და უშინაარსო გახდა ოპოზიციის გამოსვლები, თუნდა კითხვები ამ სხდომათა დარბაზში, მოტივაციაც კი გვაქვს დაკარგული, რომ გამოვიდეთ, ვისაუბროთ, თუმცა ჩვენ ვალდებული ვართ, საზოგადოების წინაშე, ვისაუბროთ იმ თემაზე, რასაც ეხება ჩვენი დღევანდელი დისკუსია ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში. ეს არის პირველ რიგში სანქციები და მეორე არის სანქციების გვერდის ავლის საკითხი. რაც შეეხება სანქციებს – ამდენი ხანია, გვესმის ჩვენ საუბარი სანქციებზე და დღემდე ოპოზიციას ერთხელაც არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია იმის შესახებ, თუ უჭერენ მხარს ამ სანქციებს. დღეს მხოლოდ ერთი დეპუტატის მხრიდან მოგვესმა ის, რომ ცუდია, არ ვუერთდებით სანქციებს, მაგრამ დღემდე ჩვენ არ ვიცით ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის პოზიცია. დღეს თუ შეგიძლიათ მაინც გაგვეცით პასუხი კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს სანქციების დაწესებას. სამი თვეა, გრძელდება დისკუსია სანქციებზე, მაგრამ დღემდე ოპოზიცია არ აფიქსირებს თავის დამოკიდებულებას. მათ დღემდე არ იციან ემხრობიან, თუ არა სანქციების დაწესებას, ნული პასუხი ამაზე, – ეს ყველაფერი მეტყველებს რაზე – სინამდვილეში მათ ყველაზე კარგად იციან, რამდენად არასწორი და ირაციონალური სანქციების დაწესება.

როდესაც შენ უნდა დააწესო ისეთი სანქცია, რომელიც სხვას ვერაფერს ავნებს, ამ შემთხვევაში რუსეთს, მაგრამ საკუთარ ქვეყანას და ხალხს უკიდურესად დააზიანებს, პასუხი არის ნათელი. მაინც ჯიუტად არ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას სანქციებზე. გეყოთ გამბედაობა და თქვით, რომ თქვენ მხარს არ უჭერთ სანქციებს. ბატონმა ვაშაძემ სამი თვის თავზე აღიარა, რომ მხარს არ უჭერს სანქციებს. ასევე სხვა პარტიებისგან ვითხოვთ პასუხს კითხვაზე, ემხრობიან თუ არა სანქციებს არგუმენტები წარმოადგინონ.

რაც შეეხება გვერდის ავლას დღეს პრემიერმა ამომწურავად ისაუბრა იმაზე, რას აკეთებს ქვეყანა, რომ სანქციებისთვის გვერდის ავლა არ მოხდეს და ესეც ვერ გაიგო ოპოზიციამ. ორი გამომსვლელი იყო, რომელმაც აღნიშნა, თურმე ეს ყოფილა სანქციები. სანქციებს დს გვერდის ავლას ერთმანეთისგან რომ ვერ არჩევენ, ეს არის საოცრება და ასეთ ხალხს რა ველაპარაკოთ ჩვენ არ ვიცით. ვიღაცებს ეგონათ, თურმე ეს არის სანქციები. ელემენტარულად ერთმანეთისგან ვერ არჩევენ სანქციებს და სანქციებისთვის გვერდის ავლას. ასეთ დროს დამეთანხმებით, რომ პოლემიკა არის ძალიან რთული, დისკუსია არის რთული, სჭირდება რაღაც დოზით ძალების დაბალანსება, რათა მომავალში ძალიან საინტერესო გავხადოთ თქვენთან დისკუსია, თუმცა დღემდე სამწუხაროდ ძალთა ბალანსი ჭარბად არის ჩვენს მხარეს, ეს არის სამწუხარო მოვლენა, რადგან ქვეყანას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.