ირაკლი კობახიძე – ალექსანდრ ვუჩიჩთან საუბრისას ყურადღება გავამახვილეთ პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობის და ხალხთაშორისი ურთიერთობების შემდგომ გაფართოებაზე
ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვმასპინძლობ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბარი შეეხო როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაძლიერებას.
„ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული მტკიცე მეგობრობა და საუბრისას ყურადღება გავამახვილეთ პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობის და ხალხთაშორისი ურთიერთობების შემდგომ გაფართოებაზე“, – წერს ირაკლი კობახიძე.
Honored to host H.E. President Aleksandar Vučić @avucic on his first official visit to Georgia. We reaffirmed the strong friendship between 🇬🇪 and 🇷🇸 and focused on further expanding cooperation in political, economic and people-to-people dimensions. pic.twitter.com/WsV2aCPzS2
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) June 16, 2026