ირაკლი კობახიძე - ალეკო ელისაშვილს წამოსცდა, კუპრაძე როცა გახდება მერი, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მერიამ გაფიცვაო, ანუ მერი და მერია თავის თავს უნდა გაეფიცოს, საოცრებაა
ირაკლი კობახიძე - ალეკო ელისაშვილს წამოსცდა, კუპრაძე როცა გახდება მერი, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მერიამ გაფიცვაო, ანუ მერი და მერია თავის თავს უნდა გაეფიცოს, საოცრებაა

ალეკო ელისაშვილს წამოსცდა, რომ კუპრაძე როცა გახდება დედაქალაქის მერი, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მერიამ გაფიცვა, ანუ მერი და მერია თავის თავს უნდა გაეფიცოს – საოცრებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი მეტყველებს ოპოზიციაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.

„სინამდვილეში, ყველა ერთი პოლიტიკური ძალაა. მათ ჰყავთ ერთი პატრონი და ისინი მოქმედებენ სწორედ გარე დავალებით, რადიკალური სცენარების შესაბამისად. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, მას წამოსცდა, რასაც ფიქრობდა, შემდეგ კუპრაძემ სცადა ამის გასწორება, თუმცა ვეღარც გაასწორა. საუბარი იყო, რომ როდესაც კუპრაძე უნდა გახდეს დედაქალაქის მერი, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მერიამ გაფიცვა, ანუ მერი და მერია თავის თავს უნდა გაეფიცოს. საოცრებაა, რაზეც ლაპარაკობენ. ეს ყველაფერი მეტყველებს ოპოზიციაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე, როგორიც არის დღეს ოპოზიციაში ჩამოყალიბებული “, – აღნიშნა პრემიერმა.

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „თუ კუპრაძე გახდება მერი, ამათ ხომ „გაედოთ“ ბაირამ-დუდუკში, მეორე დღეს კუპრაძე იტყვის, აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა და წარმოიდგინე, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან“.