ირაკლი კობახიძე - ახლა არის ცხრა მოთხოვნა, რომელიც ბევრად უფრო ლოკალური და კონკრეტულია, ვიდრე იყო 12 რეკომენდაცია, დანარჩენი არის დამოკიდებული სამუშაო პროცესზე
ირაკლი კობახიძე - ახლა არის ცხრა მოთხოვნა, რომელიც ბევრად უფრო ლოკალური და კონკრეტულია, ვიდრე იყო 12 რეკომენდაცია, დანარჩენი არის დამოკიდებული სამუშაო პროცესზე

არის ცხრა მოთხოვნა, რომელიც არის ბევრად უფრო ლოკალური და კონკრეტული, ვიდრე იყო წინა 12 რეკომენდაცია. 12 რეკომენდაცია იყო ბევრად უფრო მასშტაბური, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ის ცხრა რეკომენდაცია, რომელიც ახლა საქართველოს აქვს შესასრულებელი, შედარებით მარტივია, ვიდრე 12 პუნქტი, რომელიც მანამდე გაიცა.

„ამ ახალ ცხრა მოთხოვნას თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ 12 პუნქტიდან 80 პროცენტი მოთხოვნების არის შესრულებული და, შესაბამისად, უფრო მარტივია ამ ცხრა პუნქტზე მუშაობა, ვიდრე თავის დროზე 12 საკითხზე. დანარჩენი არის დამოკიდებული სამუშაო პროცესზე“, – განაცხადა კობახიძემ.