ირაკლი კობახიძე - „ახალი“ ეწოდება პარტიას, სადაც წარმოდგენილი არიან ყველაზე დრომოჭმული სახეები - გვარამია, მელია და სხვები, ამხელა ნონსენსი წარმოუდგენელია
„ახალი“ ეწოდება პარტიას, სადაც წარმოდგენილი არიან ყველაზე დრომოჭმული სახეები, გვარამია, მელია და სხვები, ამხელა ნონსენსი წარმოუდგენელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, მათ განახლების რესურსი არ აქვთ.
„ყველა მიმართულებით ჩვენ განვაახლეთ და წარმოვადგინეთ მრავალფეროვანი სია საზოგადოების წინაშე, რაც ვერცერთმა სხვა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ მოახერხა. არცერთ პარტიას არ აქვს განახლება. წარმოიდგინეთ, „ახალი“ ეწოდება პოლიტიკურ პარტიას, სადაც წარმოდგენილი არიან ყველაზე დრომოჭმული სახეები – გვარამია, მელია და სხვები. ამხელა ნონსენსი უბრალოდ წარმოუდგენელია. მათ არ აქვთ განახლების რესურსი, ამიტომ ეჭვიანობენ, არ მოსწონთ, შურთ ჩვენი განახლებული სიის. მათ სიის განახლების არავითარი რესურსი არ აქვთ, ეს არის ჩვენი უპირატესობა და ეს უპირატესობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.