ირაკლი კობახიძე – აგენტურა ქვეყნის გარედან იღებდა დავალებებს და სწორედ ამ დავალებების საფუძველზე არ ისარგებლეს საკუთარი საპარლამენტო მანდატებით, ახლა დაგვიანებულია სინანული
აგენტურა მოქმედებდა დავალების შესაბამისად, მათ დაავალეს პარლამენტში არშესვლა და ახლა უკვე გვესმის გარკვეული განცხადებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეს იყო აბსოლუტურად კოორდინირებული პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, აგენტურამ სწორედ ამ დავალებების საფუძველზე არ ისარგებლა საპარლამენტო მანდატებით, ახლა კი დაგვიანებულია ამ ყველაფერთან დაკავშირებით სინანული.
„საბოლოო ჯამში, კარგად მოგეხსენებათ, როგორ წარიმართა პროცესები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. აგენტურა, რომელსაც ეწოდებოდა ფორმალურად ოპოზიცია, სინამდვილეში, არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, მათ ოპოზიციას ვერ დავარქმევთ, მოქმედებდა დავალების შესაბამისად. მათ დაავალეს პარლამენტში არშესვლა და ახლა უკვე გვესმის გარკვეული განცხადებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეს იყო აბსოლუტურად კოორდინირებული პროცესი. აგენტურა ქვეყნის გარედან ქვეყნის შიგნით იღებდა დავალებებს და სწორედ ამ დავალებების საფუძველზე არ ისარგებლეს საკუთარი საპარლამენტო მანდატებით. ახლა დაგვიანებულია ამ ყველაფერთან დაკავშირებით სინანული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.