ირაკლი კობახიძე - ადრე იყო ერთი ოპოზიციური ე.წ. ფანჩატური, ახლა იქმნება სამი-ოთხი ფანჩატური, მთავარია, რომ, რეალურად, მათ რესურსი არ აქვთ
ირაკლი კობახიძე - ადრე იყო ერთი ოპოზიციური ე.წ. ფანჩატური, ახლა იქმნება სამი-ოთხი ფანჩატური, მთავარია, რომ, რეალურად, მათ რესურსი არ აქვთ

ადრე იყო ერთი ოპოზიციური ე.წ. ფანჩატური, ახლა, ერთის მაგივრად, იქმნება სამი-ოთხი ფანჩატური,  განსხვავება რაოდენობაში ვერ იქნება. რეალურად, მათ რესურსი არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარი მთავრობის მეთაურმა ოპოზიციურ გაერთიანებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

„ადრე იყო ერთი ოპოზიციური ე.წ. ფანჩატური, ახლა, ერთის მაგივრად, იქმნება სამი-ოთხი ფანჩატური. რატომ ჰგონიათ, რომ ერთ ფანჩატურს სჯობია სამი თუ ოთხი, ეს მე არ ვიცი. განსხვავება რაოდენობაში ვერ იქნება. მთავარია, რომ, რეალურად, მათ რესურსი არ აქვთ“, – აღნიშნა კობახიძემ.