ირაკლი კობახიძე – ადამიანებს, რომლებსაც ფორმალურად ეწოდებათ ოპოზიცია, არავითარი რესურსი არ აქვთ, ეს არის უკიდურესად დასუსტებული უცხოური აგენტურა, პატრონებსაც ვეღარ უმტკიცებენ ვერაფერს

11:35, 17.09.2026

ამ ადამიანებს, რომლებსაც ფორმალურად ეწოდებათ ოპოზიცია, არავითარი, არც გაერთიანების და არც წარმატების რესურსი არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც უკიდურესად დასუსტებულია.

„ამას ვამბობდით ჩვენ ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ალიანსი შეიქმნებოდა. არავითარი, არც გაერთიანების და არც წარმატების რესურსი ამ ადამიანებს, რომლებსაც ფორმალურად ეწოდებათ ოპოზიცია, არ აქვთ. ეს არის უცხოური აგენტურა, რომელიც უკიდურესად დასუსტებულია, საკუთარ პატრონებსაც ვეღარ უმტკიცებენ ვერაფერს. ამის შედეგად გადასული არიან ერთმანეთის ლანძღვაზე, ერთმანეთის კრიტიკაზე, ძალიან კარგია ეს ქართული დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი