ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნაწილი ათ დღეში გასაჯაროვდება, ხოლო სრული სია, სექტემბრის ბოლოს
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნაწილი ათ დღეში გასაჯაროვდება, ხოლო სრული სია, სექტემბრის ბოლოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნაწილი დაახლოებით ათ დღეში გასაჯაროვდება.

რაც შეეხება სრულ სიას, ირაკლი კობახიძის თქმით, მისი გასაჯაროება მოხდება უკვე უშუალოდ მაშინ, როდესაც დადგება შესაბამისი სამართლებრივი ვადა და ეს არის სექტემბრის ბოლოს.

„თვის ბოლოს გვექნება სრული სია, მანამდე 10 დღის ვადაში გასაჯაროვდება სავარაუდოდ, სიის პირველი ოცეული, ასეთია გეგმა. რაც შეეხება იმას, თუ ვინ რომელ ადგილს დაიკავებს ამ სიაში, ეს არის პოლიტსაბჭოზე დამოკიდებული. პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, მისი ხელმძღვანელობით შევიკრიბებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას თითოეულ ადგილთან დაკავშირებით. რაც შეეხება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის სიაში წარმოდგენას, ეს არის რა თქმა უნდა, თავად ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული“, – განაცხადა კობახიძემ.