ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია გამოკვეთილი ივლისის დასაწყისში იქნება
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია გამოკვეთილი ივლისის დასაწყისში იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის სურათი გამოკვეთილი ივლისის დასაწყისში იქნება.

როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, საარჩევნო სიის ფორმირების პროცესი დაწყებულია, მაგრამ რაიმე გადაწყვეტილება, არც სიის და არც მაჟორიტარების ნაწილში მიღებული არ არის.

„ჩვენ სურათი გამოკვეთილი სავარაუდოდ, უკვე ივლისის დასაწყისში, დაახლოებით ერთ თვეში გვექნება და ამის თაობაზე საზოგადოება მაშინვე შეიტყობს“, – განაცხადა კობახიძემ.