ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ხვალ შედგება
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ხვალ შედგება

პარტია „ქართულო ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პოლიტიკურ მხარეებს შორის ხვალ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი შედგება, რადგან 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კობახიძემ განაცხადა, საკმაოდ საინტერესო დისკუსიები გაიმართა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. კობახიძე იმედოვნებს, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდება.

„დეტალებზე დღეს ვერ ვისაუბრებთ, რადგან ეს არის პირობა, რომელიც ელჩების თვალწინ დავდეთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საუბარია, ფუნდამენტურ ცვლებებზე ორი სხვადასხვა მომართულებით – არჩევნების ადმინისტრირება და საარჩევნო სისტემის სხვადასხვა საკითხი. ყველა მიმართულებით ფუნდამენტური ცვლილებებია წარდგენილი ოპოზიციის წინაშე. იმედია, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება”, – განაცხადა კობახიძემ.