ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონონპროექტი პარლამენტს წარედგინება არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა და მიღებული იქნება არაუგვიანეს 29 ნოემბრისა
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონონპროექტი პარლამენტს წარედგინება არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა და მიღებული იქნება არაუგვიანეს 29 ნოემბრისა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე იმუშავებს.

მისივე თქმით, კანონპროექტი პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა და პარლამენტის მიერ მიიღებული იქნება არაუგვიანეს 29 ნოემბრისა.

„საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ყველა საპარალამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფი იმუშავებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა და პარლამენტის მიერ მიიღება არაუგვიანეს 29 ნოემბრისა“, – განაცახდა კობახიძემ.

დატოვე კომენტარი