ირაკლი კობახიძე – 4 ოქტომბრის მონაწილეები ელოდებოდნენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას და 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს
ჩვენ მათი აღიარებითი ჩვენებებიც მოსმენეთ, ორი მათი ლიდერის განცხადება მოვისმინეთ, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე, — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გახარიას პარტიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, 4 ოქტომბრის მონაწილეები ელოდებოდნენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას.
„ჩვენ მათი აღიარებითი ჩვენებებიც მოვისმინეთ, ორი მათი ლიდერის განცხადება, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე. ეს ძალიან მარტივად ნიშნავს იმას, რომ ელოდებოდნენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას და იმის გამო, რომ არ შედგა კონსტიტუციური წყობილების დამხობა, მიიღეს პრაგმატული გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, მანამდე ისინიც იყვნენ მათი ანტისახელმწიფოებრივი მიზნის, დაგეგმვის შემადგენელი ნაწილი“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.