ირაკლი კობახიძე - 25 წლის განმავლობაში პირველად ვიღებთ საარჩევნო სისტემას, რომელზეც მთელი პოლიტიკური სპექტრი თანხმდება
რეალურად, 25 წლის განმავლობაში პირველად ხდება ისე, რომ ჩვენ ვიღებთ საარჩევნო სისტემას, რომელზეც მთელი პოლიტიკური სპექტრი თანხმდება“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ.
„ამ საარჩევნო სისტემას ხელი მოაწერა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რაც პირველად მოხდა საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში. ეს არის პირველ რიგში „ქართული ოცნების“ დამსახურება, სწორედ დემოკრატიზაციამ მოიტანა ეს შედეგი, რაც დაიწყო 2012 წელს.
ჩვენი მხრიდან 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება, რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ისინი უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან საკუთარ ხელმოწერას, შეთანხმებას, საერთაშორისო პარტნიორების წინაშე დადებულ პირობას ეს ეს დამატებით აისახება მათ ისედაც შელახულ რეპუტაციაზე. ამით არღვევენ ელჩების წინაშე დადებულ პირობას, რაც მათთვის არის საზიანო. ამით დასტურდება, რომ რადიკალური ოპოზიცია არის ანტიდასავლური ძალა და ისინი არაფრად აგდებენ, რომ არღვევენ ელჩების წინაშე დადებულ პირობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით, 115 ხმით მიიღო.