ირაკლი კობახიძე - 2024 წელს წარვადგენთ ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, ამ გეგმას ბოლომდე მივიყვანთ
ირაკლი კობახიძე - 2024 წელს წარვადგენთ ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, ამ გეგმას ბოლომდე მივიყვანთ

ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რაც უკავშირდება მათ შორის 2024 წელს ჩვენი განაცხადის წარდგენას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ამ გეგმას ბოლომდე მივიყვანთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივი თანამშრომლობა ექნებათ.

„ამისთვის არსებობს ასოცირების დღის წესრიგი, რასაც ჩვენ მივყვებით. ყველა რეფორმა, რომელიც დაკავშირებულია ასოცირების შეთანხმებასთან, იქნება განხორციელებული. ამის საფუძველზე, ჩვენ 2024 წელს წარვადგენთ ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. ბუნებრივია, პარტნიორებთან გვექნება მუდმივი თანამშრომლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი